суббота, 15 октября 2016 г.

დღე-9

 განსაკუთრებით საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო ჩვენიო ტრენინგის ბოლო დღე.ქალბატონი  ნინას კიდევ ერთხელ წაქცევა ოთახში არასოდეს დაგვავიწყდება.საქმეს რაც შეეხება შევიძინე პროექტებით სწავლების ახალი უნარები, რაც  ვფიქრობ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტაქტიკაა სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის.
     სასურველი იქნებოდა ცოტა მეტი დრო ტრენინგისათვის

     მადლობა პროექტის ავტორებს, ტრენერს, მონაწილეებს. წარმატებები!

დღე-8

შევამოწმეთ მონაწილეების სშინაო დავალებები,ვიმუშავეთ გარდნერი-ბლუმის მატრიცაზე.
    ძირითადი სამუშაო: ტექნიკური მხარეები განვიხილეთ. ეს პროცესი საინტერესო და სახალისო იყო ჩემთვის. განვიხილეთ ბლოგის დიზაინი, ფაილების ჩაშენება, გვერდის ჩაშენება.
მივიღეთ დავალებები

დღე-7

შევამოწმეთ შესრულებული დავალება, რომელიც  ტრენერმა მოეწონა მიმართულება მომცა, რა გზით და ხერხებით უნდა გამეკეთებინა კორექტირება. მოვუსმინე სხვების დავალების განხილვას. ესეც დამეხმარა. 
    ახალი მასალა:  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასებების ადაპტირება; პროექტის შეფასების სქემა; ჯგუფური განხილვის რუბრიკა; პრეზენტაციის რუბრიკა; კვლევის რუბრიკა. ბუკლეტის რუბრიკა. 
     გავიხსენეთ ბლუმის ტაქსონომია და გარდნერის ინტელექტები. განვიხილეთ გარდნერისა და ბლუმის მარტიცის მაგალითი. შთაბეჭდილება დიდი იყო, საინტერესო. გამოწვევა უფრო დიდი.

დღე-6

განვიხილეთ საშინაო დავალებები. ე ჩავასწორე და დავხვეწე.
   განვიხილეთ პროექტის პრეზენტაციის შექმნის საშუალებები. ტექნიკური მხარე ჩემთვის ნაცნობი იყო, მაგრამ მუშაობის პროცერსი ძალიან სახალისო იყო.
  მოცემული მაქვს საშინაო დავალება: შევქმნა სასკოლო პროექტის პრეზენტაცია მოსწავლის გადმოსახედიდან.  

დღე-5

დღეს ტრენინგზე ,გავაკეთეთ უკუკავშირი წინა შეხვედრისა და  საშინაო დავალების. გავიხსენე საკითხები და ჩავასწორე ჩემს დავალებაში რაც არ მქონდა სრულყოფილად.
გამოვიყენე ინსტრუმენტები რომელთა საშუალებით შეიძლება ონლაინ თანამშრომლობა:ელ.ფოსტის ჩატი, ჯგუფური ჩატი, ვიდეოზარი. ყველაფერი ეს მოსწავლეებთან ონლაინ კომუნიკაციისთვის გამომადგება. ვფიქრობ ბავშვებიც ინტერესით ჩაერთვებიან.
ძალიან საინტერესო და ვფიქრობ საჭირო და აუცილებელი  იყო საავტორო უფლებების გაცნობა და შექმნა., რასაც გამოვიყენებ მოძიებული მასალების გამოყენებისას.
  საშინაო დავალება:ტრენინგის მონაწილის გეგმის შეფასება შეფასების კრიტერიუმებით. 

დღე-4

დღეს გავაგრძელეთ მეორე მოდულის განხილვა.  მუშაობის პროცესი მოიცავდა შეფასების სხვსდასხვა მეთოდის განხილვას,  მათ განსაზღვრას მოსწავლეთა საჭიროებების შესაბამისად.  როგორ ჩავრთოთ მოსწავლეები პროექტზე მუშაობის პროცესში.  ეს საკითხი ძალიან საინტერესო  იყო,  დღეს საკმაოდ ბევრი ვისწავლე და გამომადგება  პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასებისას.
   მუშაობის პროცესში ტრენერის მიერ გაკეთებული განმავითარებელი შეფასებებით  ჩემი მოტივაცია ამაღლდა,   თავდაჯერებულობა და მობილურობა მომემატა.

понедельник, 12 сентября 2016 г.

დღე-3

ტრენინგის მესამე სამუშაო დღეს სასწავლო პროექტის გეგმაზე ვიმუშავეთ.დაგეგმილ პროექტის გეგმას ესგ-ის მიხედვით მოვუძებნე შესაბამისი  სტანდარტები,ამავდროულად გავეცანი მიმართულების მომცემ საკვანძო კითხვებს.ძალიან საინტერესო იყო მუშაობა იმაზე ,თუ რამდენად სწორად მოვახდენ კითხვების ფორმულირებას ,რათა იგი ზუსტად   შეესაბამებოდეს მიზანს.
დღე-2

დღევანდელი ტრენინგი იყო  მრავლის მომცემი.კერძოდ გავიგე  ის რომ,საწავლო პროექტის დაგეგმვისას აუცილებლად უნდა  მივაქციოთ ყურადღება პროექტის მახასიათებელს ჩეკლისტს,რათა ეფექტური ინტეგრირებული გაკვეთილი მივიღო.ყველა მოცემული ქვეპუნქტის გათვალისწინებით მოსწავლეს განუვითარდება 21-ე საუკუნისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.
ტექნოლოგიების ეფექტური გამოყებენით გავზრდი მოსწავლეებში მოტივაციას და ჩართულობა.

დღე-1

ტრენინგის პირველ დღე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო.გარემო თბილი,ტრენერი უშუალო,ხოლო რაც შეეხება პროექტის სწავლებას,რასაკვირველია თანამედროვე საინფორმაციო საშუალებებით გამდიდრებული გაკვეთილები გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას. ჩემთვის ბევრი რამ ნაცნობია,რომელსაც პრაქტიკაში ვახორციელებ და კიდევ მეტი ხალისით მოვეკიდები ამ სიახლეების შესწავლას,რასაც ინტელის პროექტი მთავაზობს.შესაბამისად ჩემი მოტივაციაც მაღალია