понедельник, 12 сентября 2016 г.

დღე-3

ტრენინგის მესამე სამუშაო დღეს სასწავლო პროექტის გეგმაზე ვიმუშავეთ.დაგეგმილ პროექტის გეგმას ესგ-ის მიხედვით მოვუძებნე შესაბამისი  სტანდარტები,ამავდროულად გავეცანი მიმართულების მომცემ საკვანძო კითხვებს.ძალიან საინტერესო იყო მუშაობა იმაზე ,თუ რამდენად სწორად მოვახდენ კითხვების ფორმულირებას ,რათა იგი ზუსტად   შეესაბამებოდეს მიზანს.
დღე-2

დღევანდელი ტრენინგი იყო  მრავლის მომცემი.კერძოდ გავიგე  ის რომ,საწავლო პროექტის დაგეგმვისას აუცილებლად უნდა  მივაქციოთ ყურადღება პროექტის მახასიათებელს ჩეკლისტს,რათა ეფექტური ინტეგრირებული გაკვეთილი მივიღო.ყველა მოცემული ქვეპუნქტის გათვალისწინებით მოსწავლეს განუვითარდება 21-ე საუკუნისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.
ტექნოლოგიების ეფექტური გამოყებენით გავზრდი მოსწავლეებში მოტივაციას და ჩართულობა.

დღე-1

ტრენინგის პირველ დღე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო.გარემო თბილი,ტრენერი უშუალო,ხოლო რაც შეეხება პროექტის სწავლებას,რასაკვირველია თანამედროვე საინფორმაციო საშუალებებით გამდიდრებული გაკვეთილები გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას. ჩემთვის ბევრი რამ ნაცნობია,რომელსაც პრაქტიკაში ვახორციელებ და კიდევ მეტი ხალისით მოვეკიდები ამ სიახლეების შესწავლას,რასაც ინტელის პროექტი მთავაზობს.შესაბამისად ჩემი მოტივაციაც მაღალია